Wednesday, May 24, 2017

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სათაური:   „ ყორღანები და პირამიდები, პარალელები და განსხვავებები  
2.პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები  მოიძიებენ ინფორმაციას და  შეისაწვლიან ამ ორი კულტურის ისტორიასა და ხელოვნებას , მათ საერთო და განსხვავებულ ნიშან - თვისებებს.
3. პროექტის სრული აღწერა: ხელოვნების გაკვეთილზე  ამ ორი თემის დამუშავების შემდეგ,
 1.მოსწავლეები მოიძიებენ ი.ს.ტ. -ის  და ლიტერატურის საშუალებით დამატებით ინფორმაციას ამ ორი კულტურის შესახებ .
2. მოხდება ამ  ინფორმაციის დაყოფა და დამუშავება .

3.სურათების მოძიება და პრეზენტაცია.
4. კედლის აფიშის გაკეთება აღნიშნულ თემაზე.
5.დისკუსია თემაზე" განსხვავებები და პარალელები"
6. დასკვნითი ღონისძიების ჩატარება- პრეზენტაცია.
4.  მონაწილეთა ასაკი : მეცხრე კლასი 14-15 .  
5.  ვადა :  ერთი თვე 
6. შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:,სადაც გადანაწილდება პასუხისმგებლობა ოეულ მოსწავლეზეყველას ექნება ავის შესასრულებელი სამუშაო, დაიგეგმება ღონისძიბები ,რომლებიც აღნიშნულ თემას მიეძღვნება.

7. მოსალოდნელი შედეგი : 
უნარ- ჩვევები -შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების  უნარის განვითარება; ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი  მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება; შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკომუნიკაციო უნარების განვითარება; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ- ჩვევების განვითარება,
  მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას ,ინფორმაციის მოძიებას ,  დაეხვეწებათ პრეზენტაციის უნარი, ისწავლიან ამ ორი კულტურის ისტორიასა და ხელოვნებას  ,შეძლებენ მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენას, ამ ინფორმაციის პრეზენტირებას, ვენის დიაგრამის გამოყენებას.
  ცოდნა - სამყაროს შესახებ  წარმოდგენის ჩამოყალიბება; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა .

8.  სასარგებლო სხვებისთვის:
დასკვნით ღონისძიებაზე დაესწრებიან სხვა კლასის მოსწავლეებიც , რომლებშიც მთელი ეს ღონისძიება დიდ ინტერესს გამოიწვევს , მათაც გაუჩნდებათ სურვილი და ინტერესი , რომ მსგავსს ღონისძიებებშიც მიიღონ აქტიური მონაწილეობა.
9.  სამუშაო ენა : ქართული.
10.  საგანთასაგნობრივ ჯგუფებთანეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიხელოვნება და ისტორია , ი.ს.ტ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -ს.გ.IX.4.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.ს.გ.IX.5.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადახვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
ს.გ.IX.8.  მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
11.  პროექტის ფასილიტატორი: სტეფანოვა
12.  ფასილიტატორის ელოსტა :
               stefanovanina2@gmail.com
ჩატარებული  პროექტ - გაკვეთილის ფოტო მასალა: