Wednesday, May 24, 2017

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სათაური:   „ ყორღანები და პირამიდები, პარალელები და განსხვავებები  
2.პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები  მოიძიებენ ინფორმაციას და  შეისაწვლიან ამ ორი კულტურის ისტორიასა და ხელოვნებას , მათ საერთო და განსხვავებულ ნიშან - თვისებებს.
3. პროექტის სრული აღწერა: ხელოვნების გაკვეთილზე  ამ ორი თემის დამუშავების შემდეგ,
 1.მოსწავლეები მოიძიებენ ი.ს.ტ. -ის  და ლიტერატურის საშუალებით დამატებით ინფორმაციას ამ ორი კულტურის შესახებ .
2. მოხდება ამ  ინფორმაციის დაყოფა და დამუშავება .

3.სურათების მოძიება და პრეზენტაცია.
4. კედლის აფიშის გაკეთება აღნიშნულ თემაზე.
5.დისკუსია თემაზე" განსხვავებები და პარალელები"
6. დასკვნითი ღონისძიების ჩატარება- პრეზენტაცია.
4.  მონაწილეთა ასაკი : მეცხრე კლასი 14-15 .  
5.  ვადა :  ერთი თვე 
6. შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:,სადაც გადანაწილდება პასუხისმგებლობა ოეულ მოსწავლეზეყველას ექნება ავის შესასრულებელი სამუშაო, დაიგეგმება ღონისძიბები ,რომლებიც აღნიშნულ თემას მიეძღვნება.

7. მოსალოდნელი შედეგი : 
უნარ- ჩვევები -შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების  უნარის განვითარება; ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი  მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება; შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკომუნიკაციო უნარების განვითარება; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ- ჩვევების განვითარება,
  მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას ,ინფორმაციის მოძიებას ,  დაეხვეწებათ პრეზენტაციის უნარი, ისწავლიან ამ ორი კულტურის ისტორიასა და ხელოვნებას  ,შეძლებენ მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენას, ამ ინფორმაციის პრეზენტირებას, ვენის დიაგრამის გამოყენებას.
  ცოდნა - სამყაროს შესახებ  წარმოდგენის ჩამოყალიბება; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა .

8.  სასარგებლო სხვებისთვის:
დასკვნით ღონისძიებაზე დაესწრებიან სხვა კლასის მოსწავლეებიც , რომლებშიც მთელი ეს ღონისძიება დიდ ინტერესს გამოიწვევს , მათაც გაუჩნდებათ სურვილი და ინტერესი , რომ მსგავსს ღონისძიებებშიც მიიღონ აქტიური მონაწილეობა.
9.  სამუშაო ენა : ქართული.
10.  საგანთასაგნობრივ ჯგუფებთანეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიხელოვნება და ისტორია , ი.ს.ტ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -ს.გ.IX.4.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.ს.გ.IX.5.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადახვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
ს.გ.IX.8.  მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
11.  პროექტის ფასილიტატორი: სტეფანოვა
12.  ფასილიტატორის ელოსტა :
               stefanovanina2@gmail.com
ჩატარებული  პროექტ - გაკვეთილის ფოტო მასალა:





Monday, May 9, 2016

დღე მე -9

  დღეს ვისწავლე  დისკზე ინფორმაციის შენახვა   , ახალი დოკუმენტის შექმნა  ან უკვე არსებულის შეცვლა ბლოგზე ,   ჩემი პორტფოლიოს მისამართის შენახვა და განთავსება  ჩემ ბლოგზე ,
 My Drive  -ში ახალი საქაღალდის ან ახალი დოკუმენტის ჩატვირთვა ან უკვე არსებულის განახლება .

   განათლების სამინისტროს, დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი  საინტერესო და საჭირო ტრეინინგისათის.

Friday, December 14, 2012

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სათაური:   „  გადავარჩინოთ დედამიწა !!!
2.პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები შეისაწვლიან ადიგენის რაიონის მიმდებარე სოფლებში, ტყის გაჩეხვისგან წარმოქმნილ ეროზირებულ ტერიტორიებს, ჩატარდება გასატარებელი სამუშაოს დაგემვა. აიგეგმება საინტერესო ღონისძიებები.
3. პროექტის სრული აღწერა: ჩვენს რაიონში გაპარტახებულია დედაბუნება, გაჩეხილია ტყეები, დაშრა წყაროები, გაჩნდა ეროზირებული ნიადაგი, მეწყერსაშიში ზონები .  არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით მოეწყობა გასვლები სოფლებში( გორგული, ყარათუბანი, ლელოვანი..) გამოიკითხება მოსახლეობა თუ სად არის პრობლემური ადგილები, სამეწყერო ნიადაგი. იქნება ფოტო გადაღება გაკაფულ ტყეში სადაც ერთ ხესაც ვეარ ნახავს მნახველი, მოსწავლეები ჩაინიშნავენ აღნიშნულ ტერიტორიებს, ისეთს სადაც მათთვის მუშაობა არ იქნება საშიში, შეიკრიბება მოხალისეთა ჯგუფიც ,რომლებიც მოსწავლეებთან ერთად იმუშავებენ, შემდეგ მოხდება კალმების აჭრა წნორზე ორმაგი რაოდენობით და ნიადაგ საფეხურეობრივი დამუშავება უფროსებთან ერთად, შემდეგ კი მოხდება მათი საფეხურეობრივად დარგვა, შემდეგ მორწყვა შემდეგ მოიყრება გვიდრი რათა წამოვიდეს ახალი ბალახი უკვე გაუკაცრიელებელ ადგილზე, საბოლოოდ კი მოსწავლეები და მოხალისეები დიდი ტოტებით დაფარავენ და შემორაგავენ ტერიტორიას. ოხდება პლაკატების გაკეთება- დახატვა და გავრცელება ,სადაც მოუწოდებენ მოსახლეობას ,რომ გაუფრთხილდნენ თიოთოულ ხეს და ნერგს, დასკვნით ნაწილში კი მოეწყობა ღონისძიება ფოტო-გამოფენით და წაიკითხება ვაჟა ფშაველას  ხმელი წიფელი და სხვა ლექსები რომლებიც ბუნებას ეძღვნება,მოეწყობა ნახატების გამოფენა, რომლებიც გაჩეხილ ბუნებას ასახავს.
4.  მონაწილეთა ასაკი : მეცხრე კლასი 14-15 .  პედაგოგები  და  მოხალისეები სადაც ასაკი არ არის შეზღუდული.
5.  ვადა :  ერთი თვე თუმცა შემდეგაც მიაქცევენ მოსწავლეები ყურადღებას გახარებულ ნერგებს . რომლებსაც  მოვლა - პატრონობა სჭირდებათ.
6. შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:,სადაც გადანაწილდება პასუხისმგებლობა ოეულ მოსწავლეზე, ყველას ექნება ავის შესასრულებელი სამუშაო, დაიგეგმება ღონისძიბები ,რომლების აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნება.

7. მოსალოდნელი შედეგი : -  მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ერთად შრომას, ბუნების დაცვას და მოვლას . ახავენ გაჩეხილ ტყეს და ერგების დარგვის შემდეგ კი ისინი უფრო მეტად იზრუნებენ ბუნებაზე, მის ფასს გაიგებენ.
- შეიქმნება ბლოგი -   ბუნების შვილები სადაც განთავსდება მათ მიერ გაწელი სამუშაოს ამსახველი ყველა კადრი. ბლოგიდან მოსწავლეები მოუწოდებენ ყველას გაუფრთხილდნენ თითოეულ ნერგსა ხეს. გახარებენ ნერგები და გადარჩება დანუშავებული ნიადაგი.
8.  სასარგებლო სხვებისთვის:
- ყველა ბავშვში ეს ფაქტი დიდ დაინტერესებას გამოიწვევს, ყველას   გაუჩნდება სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.
- მომავალ თაობას ოდნავ მაინც  გაუჩნდებათ მოფრთხილების გრძნობა, რომ მოუფრთხილდნენ ბუნებას
9.  სამუშაო ენა : ქართული.
10.  საგანთა/ საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია - ნერგის გახარება და შემდეგი მოვლა, ეროზირებული ნიადაგის დამუშავება და განაშენიანება; ქართული ენა და ლიტერატურა -მხატვრული კითხვა;  ისტ - ბლოგის შექმნა, მასში მასალის განთავსება; ხელოვნება - ბუნების  სილამაზის აღქმის უნარი, საკუთარი გრძნობების გადმოცემა ნახატით.
11.  პროექტის ფასილიტატორი: . სტეფანოვა
12.  ფასილიტატორის ელ. ოსტა :
               stefanovanina2@gmail.com